აზერბაიჯანში ვაქცინაცია 453 ათას ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ 5 942 ადამიანს ჩაუტარდა. ამის თაობაზე აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერაციულ შტაბში აცხადებენ.

ამჟამად, აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 453 586 ადამიანია აცრილი.

შტაბის ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.