აზერბაიჯანში ვაქცინაცია 948 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ 202 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში აცხადებენ.

ამჟამად, აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 947 947 ადამიანია აცრილი. მათ შორის, 356 935-მა მათგანმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო, ხოლო 591 012-მა ჯერ მხოლოდ პირველი.

შტაბის ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.