აზერბაიჯანული არმია აღდამში შევიდა

აზერბაიჯანის არმიის სამხედრო შენაერთები მთიან ყარაბაღის აღდამის რაიონში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერეს, 20 ნოემბერს აზერბაიჯანის არმიის სამხედრო შენაერთები აღდამის რაიონში შევიდნენ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.