აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთის არმია განჯას ბომბავს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები განჯას ბომბავენ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

მანამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხანკენდის რაიონის სოფელი ტერტერი და ფიზულის რაიონის სოფელი ჰორადიზი დაბომბეს.

გუშინ ღამით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ოკუპაციისგან 7 სოფელი გაათავისუფლა.