ბადენის გათხრების დროს არქეოლოგებმა რომაული აბანოები აღმოაჩინეს

შვეიცარიის ქალაქ ბადენში გათხრების დროს არქეოლოგებმა რომაული აბანოები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ The History Blog ავრცელებს.

რომაული აბანოების ბევრი ნარჩენი ბადენის ცენტრში მდებარეობს. აქვეა საკურთხევლები და ქალაქის წმინდა შენობები. მოედნის დასავლეთ ნაწილში არქეოლოგებმა არქიტექტურული ფრაგმენტები, კარნიზები და საკურთხევლის ქვები იპოვეს.

რომაული საკურორტო ქალაქი Aquae Helveticae, რომელსაც შუა საუკუნეებში ბადენი ეწოდა, მდინარე ლიმატის ცხელი მინერალური წყაროების გარშემო გაშენდა. ეს შვეიცარიის ყველაზე თბილი და მარილიანი თერმული წყაროები იყო, რის გამოც რომაელები მათ სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ.