ბაღდადის აეროპორტთან ორი რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადში მდებარე სამხედრო ბაზასთან, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, "კატიუშას" ტიპის ოთხი რაკეტა ჩამოვარდა. შედეგად 6 ჯარისკაცი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო ძალებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.

უსაფრთხოების ძალების განცხადებით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ჭურვმტყორცნი და რამდენიმე რაკეტა აღმოაჩინეს.