ბაღდადის აეროპორტთან სამი ჭურვი ჩამოვარდა

ბაღდადის აეროპორტთან ახლოს სამი ჭურვი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში რაკეტების გამშვები მოწყობილობა აღმოაჩინეს, საიდანაც, სავარაუდოდ, გასროლა განხორციელდა.