ბაღდადის "მწვანე ზონაზე" სარაკეტო იერიშს ბავშვი ემსხვერპლა

ბაღდადის "მწვანე ზონაზე" სარაკეტო იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ბავშვი დაიღუპა და 5 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების სამსახური საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. სარაკეტო დარტყმის სამიზნეს აშშ-ის საელჩო წარმოადგენდა.

ერაყის დედაქალაქის „მწვანე ზონაში”, სადაც დიპლომატიური მისიები და სამთავრობო შენობებია განლაგებული, 4 რაკეტა ჩამოვარდა. 3 რაკეტა ტერიტორიის მიღმა, დასახლებულ ზონაში დაეცა, ერთი კი ჰაერში აფეთქდა.

ბაღდადის დასახლებულ ნაწილში რაკეტის ჩამოვარდნას მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.