ბაღდადში აშშ-ის საელჩო დაბომბეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ Reuters ერაყის სამხედროებზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ამერიკული დიპლომატიური მისიის შენობას ორი ჭურვი ესროლეს. ორივე რაკეტა, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.