ბაღში ნაპოვნი ქვა ძველრომაული არტეფაქტი აღმოჩნდა

დიდი ბრიტანეთში, ჰემფშირში, ქალმა საკუთარ ბაღში მარმარილოს ქვის ნატეხი იპოვა, რომლიც მოგვიანებით 15 000 ფუნტად შეფასებული ძველრომაული არტეფაქტი აღმოჩნდა. ქალმა ქვა ბაღში 20 წლის წინ იპოვა, თუმცა არ იცოდა მისი მნიშვნელობა და ამ ხნის განმავლობაში არტეფაქტს საჯინიბოში თაროდ იყენებდა. ერთ დღეს ქალმა ქვაზე დაფნის გვირგვინი შეამჩნია და არქეოლოგებთან კონსულტაცია გადაწყვიტა. 

აღმოჩნდა, რომ არტეფაქტი ჩვენი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნით თარიღდება და სავარაუდო წარმოშობის ადგილი თანამედროვე თურქეთის ტერიტორია უნდა იყოს.

მარმარილოს ფირფიტის აუქციონზე გატანას აპირებენ, სადაც მისი საწყისი ფასი 10-დან 15 000 ფუნტამდე იქნება. მსგავსი ტიპის არტეფაქტები ევროპაში, მე-18-მე-19 საუკუნეებში, არისტოკრატებს მოგზაურობის შედეგად შემოჰქონდათ.