ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

ქარიშხალმა, სახელად "დორიანი" ბაჰამის კუნძულები დატოვა და ახლა ფლორიდას უახლოვდება. ფართომასშტაბიან სტიქიას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ჯერ კიდევ იძებნება ათეულობით პირი.

მეხუთე კატეგორიის შტორმმა წყალდიდობასთან ერთად საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. შტორმის შედეგების ამსახველ ვიდეოს BBC ავრცელებს.