ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თეთრს სახლში შეხვდა.

"ჩემთვის პატივი იყო სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან თეთრ სახლში შეხვედრა. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ბელარუსი ხალხის გვერდით მათ დემოკრატიისა და საყოველთაო ადამიანის უფლებებისთვის მისიაში," - წერს ბაიდენი Twitter-ზე.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბელარუსი ხალხის მხარდაჭერა "აშშ-ის მორალური ვალია".

სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით ჩავიდა. ის შეხვდა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს, პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს და ბელარუსული დიასპორის წარმომადგენლებს.