ბაიდენი და ჰარისი გაჭირვებულთათვის საკვების განაწილებაში მონაწილეობენ - VIDEO

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფილადელფიაში გაჭირვებულებისთვის საკვების განაწილებაში მონაწილეობას. იგი ორგანიზაციაში მოხალისეების დასახმარებლად მივიდა. ბაიდენის შტაბის ცნობით, ის ორგანიზაციაში მთელი დღის გატარებას აპირებს.

ვაშინგტონში მოხალისეებს შეუერთდნენ მომავალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე. ისინი უსახლკარო ადამიანებისთვის განკუთვნილი საკვების შეფუთვაზე მუშაობენ.