ბაიდენი მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2024 წელს ქვეყნის ლიდერის არჩევნებში ისევ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან პრეზიდენტის რანგში პირველ საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემი პასუხია "დიახ". მე მეორე ვადით კენჭისყრას ვაპირებ", - განაცხადა მან.

დემოკრატი ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად 2020 წლის შემოდგომაზე აირჩიეს. არჩევნებში მან რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხა.