ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის გამო შვეიცარია საჰაერო სივრცის ნაწილს დახურავს

შვედეთის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო, რომელიც ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება, საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება.

გადაწყვეტილება ფედერალური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

შეზღუდვები 15-17 მაისს იმოქმედებს.

ამასთან, შეზღუდვები არ შეეხება კომერციულ რეისებს, რომლებიც ჟენევის აეროპორტში სრულდება. საჰაერო სივრცეს სამხედრო საჰაერო ძალები გააკონტროლებს.