ბაიდენმა დევიდ ნორქუისტი პენტაგონის დროებით ხელმძღვანელად დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დევიდ ნორქუისტი დანიშნა. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნა, რომ ნორქუისტი თავის მოვალეობებს მანამ შეასრულებს, სანამ სენატი ოფიციალურად არ დაამტკიცებს თანამდებობაზე არჩეულ კანდიდატს. იგი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.