ბაიდენმა სტუმრად არ დამპატიჟა - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკელმა კოლეგამ, ჯო ბაიდენმა სტუმრად, თეთრ სახლში არ დაპატიჟა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა სტუმრად არ დამპატიჟა, ჯერჯერობით ასეთი წინადადება მეც არ გამიკეთებია", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, ასეთი ვიზიტებისთვის პირობები უნდა მომწიფდეს.