ბაიდენმა ტრამპი ინაუგურაციაზე დაპატიჟა

აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის ინაუგურაციას დაესწრება. ბაიდენის თქმით, ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება "ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის დემონსტრირება იქნება".

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს არის დაგეგმილი. დონალდ ტრამპი ამ დრომდე არ აღიარებს არჩევნებში მარცხს, შედეგების გაყალბებაზე საუბრობს და რამდენიმე შტატში სასამართლო დავის შედეგებს ელოდება.