ბაქოში, აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის ერთობლივი წვრთნები დაიწყება

აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის სპეცდანიშნულების რაზმების ერთობლივი საერთაშორისო წვრთნები "სამი ძმა-2021" პირველად ბაქოში, 12 სექტემბრიდან დაიწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების უმთავრეს მიზანს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის სპეციალური დანიშნულების რაზმების ურთიერთქმედების გაზრდა და არსებული ცოდნა-გამოცდილების გაცვლა წარმოადგენს.

წვრთნები 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.