ბაქოში ძლიერი ხანძარია - PHOTO

ბაქოში ახლად აშენებული ობიექტი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრიცი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ხანძარი ნიზამის რაიონში, ერთ-ერთ ახლად აშენებულ შენობას გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.