ბაქოში, ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ბაქოში, გობუსტანის დასახლებაში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქარადაღის რაიონის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მას ღუმელში მეტალის ნაწილები გადაჰქონდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აფეთქების მიზეზების დასადგენად შესაბიმისი საგამოძიებო ღონისძიებები ხორციელდება.