ბაქოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბაქოში, ნიზამის რაიონში ხანძარი გაჩნდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაიწვა ორსართულიანი შენობის პირველი სართულის კონსტრუქცია, რომლის საერთო ფართობიც 50 კვ.მ-ს შეადგენს.

ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ხანძრის შედეგად დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კვამლით არიან მოწამლულები. 

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.