ბაქოში ლიპყინულის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბაქოში ლიპყინულის შედეგად 71 ადამიანი (38 მამაკაცი და 33 ქალი) დაშავდა. ისინი მოყინულ გზებზე წაიქცნენ და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულთაგან 6-ს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს.