ბაქოში საღებავების საწარმო იწვის - VIDEO

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში საღებავების საწარმო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ცნობით, ინციდენტი ბინაგადის რაიონის მე-7 მიკრო რაიონში მდებარე "სობსანის" ქარხანაში მოხდა.

შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო სამსახურის რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.