ბაქოში სამხედრო აღლუმისთვის ემზადებიან

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამამულო ომში ისტორიული გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ბაქოში სამხედრო აღლუმის ჩატარება იგეგმება, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მედიის ცნობით, ბაქოში გამარჯვების აღლუმს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრება, რომელიც აზერბაიჯანს 10 დეკემბერს ეწვევა.