ბაქოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა - VIDEO

აზერბაიჯანის დედაქალაქში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი დედაქალაქის იენი იასამალეს რაიონში, შენობის მერვე სართულზე გაჩნდა. 

ამ დროისათვის, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო სამსახურის მიერ ხანძარი სრულად არის ლოკალიზებული.