ბაქოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ბაქოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძარი დედაქალაქის საბაილის რაიონში, ნეფთჩილარის გამზირის 83 ნომერში, ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე -3 სართულზე გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ინფორმაცია დაშავებულთა ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.