აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ნეაპოლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალე მოახდინეს.
დაკვამლიანების შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი, მოიწამლა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.