ბაქოში თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო დიალოგის სხდომა იმართება

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 3 ივნისს თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო დიალოგის რიგით მე-13 სხდომა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სხდომაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საგანმანათლებლო, სამხედრო-სამრეწველო, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში.

მხარეები ასევე თავდაცვის სფეროში მათ შორის არსებული ძირითადი მიმართულებების განვითარებაზე ისაუბრებენ.