ბალიზე ეპიდემიის დასამარცხებლად მასობრივი ლოცვა გაიმართა

ბალიზე ახალი საკურორტო სეზონის დაწყების ფონზე, ეპიდემიის დასამარცხებლად, მასობრივი ლოცვა გაიმართა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ქალაქ კარანგასემში მდებარე ტაძარში გმართულ ლოცვას ათასობით ადამიანი დაესწრო. მომლოცველები ახალი ტურისტული სეზონის დასწყებად კურთხევას ითხოვდნენ. 

ბალიზე კორონავირუსის გავრცლეების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვები თანდათანობით მცირდება. კუნძულის ეკონომიკის უმთავრეს წყაროს ტურიზმი წარმოადგენს. 

კუნძული უცხოელ ტურისტებს სექტემბრის თვიდან მიიღებს.

ბალიზე კორონავირუსის 1,849 შემთხვევა დაფიქსირდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო ინდონეზიაში სულ ინფიცირების 63,749 შემთხვევაა დადასტურებული, ეპიდემიას  3,171 ადამიანი ემსხვერპლა.