ბანგლადეშში მამაკაცმა ცოლს თავი გადაპარსა

ბანგლადეშის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც საკუთარ ცოლს თავი გადაპარსა. მისი თქმით, ქმედება მას შემდეგ ჩაიდინა, რაც საჭმელში მეუღლის თმა იპოვა.

სამართალდამცავებს წყვილის მეზობლებმა მიმართეს, რომლებმაც ქალის ყვირილი გაიგეს.

მამაკაცს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.