ბანგლადეშში ფაბრიკაზე ხანძარს 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში პლასტიკის გამომშვებ ფაბრიკაზე ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 32 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

მაშველებს ხანძრის ლოკალიზებისთვის რამდენიმე საათი დასჭირდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაბრიკა უკანონო იყო და აქ ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები არ არსებობდა. მას შესაბამისი ლიცენზიაც არ ჰქონდა.