ბანგლადეშში, ლტოლვილთა ბანაკში მეწყერი ჩამოწვა, არის მსხვერპლი

ბანგლადეშში, როჰინჯა ლტოლვილების ბანაკში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

"სულ მცირე, 6 მუსულმანი როჰინჯა დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. რამდენიმე ადამიანი დაშავდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მნიშვნელოვანი ნალექები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.