ბანგლადეშში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში, ქალაქ ნარაიანგანჯში, ბაიტუს სალათ ჯამეს მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განცხადებით, 4 სექტემბერს, ლოცვის დროს, მეჩეთში ექვსი კონდიციონერი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვა ფანჯრები და დაშავდა 50 ადამიანი.

დაზარალებულები დამწვრობისა და პლასტიკური ქირურგიის ეროვნულ ინსტიტუტში გადაიყვანეს.