ბანგლადეშში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბანგლადეშში ციკლონ "ბულბულს" სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სანაპირო რაიონებიდან 2 მილიონ ადამიანზე მეტი ევაკუირებულია.

სტიქიის შედეგად 100 ათას სახლზე მეტი დაზარალდა. განადგურებულია 300 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული.

50 მეთევზე, რომელიც ციკლონამდე ზღვაში გავიდა, დაკარგულად ითვლება.

სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.