ბარბადოსის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა - VIDEO

ბარბადოსში პირველი პრეზიდენტი აირჩიეს. ამ პოსტს 72 წლის გენერალ-გუბერნატორი სანდრა მეისონი დაიკავებს. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.

ქვეყნის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა პირველი პრეზიდენტი ხმების უმრავლესობით აირჩიეს.

30 ნოემბერს მეისონის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, 1 დეკემბრიდან კი ის მუშაობას შეუდგება.

ცნობისთვის, თვის დასაწყისში კუნძულოვანმა სახელმწიფომ ბარბადოსმა, რომელიც კარიბის აუზში მდებარეობს, განაცხადა, რომ ბრიტანეთის გვირგვინის დაქვემდებარებიდან გადის. ამით ბარბადოსის პარლამენტმა მწვანე შუქი აუნთო ქვეყნის რესპუბლიკის სტატუსზე გადასვლას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მია მოტლიმ განაცხადა, რომ კონსტიტუციის შესწორება დიდი ბრიტანეთის დედოფლის 1966 წლის ბრძანებას გააუქმებს.

ახალი კონსტიტუციით ბარბადოსი ბრიტანეთის კოლონია აღარ იქნება, თუმცა სახელწოდებას არ შეიცვლის.