ბარბადოსთან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ბარბადოსის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქის, ბრიჯთაუნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, 146,7 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლის, ზარალის ან მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.