"Barbie-ს" რევოლუციური ახალი თოჯინები აქვს

ბარბის თოჯინის შემქმნელებმა მრავალფეროვნების გასაზრდელად ახალი დიზაინი შეიმუშავეს. კომპანია "Mattel-მა", რომელიც პოპულარულ თოჯინებს აწარმოებს, განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მათ სურთ, მოდის მოყვარული თოჯინები უფრო დაუახლოვონ რეალურ სამყაროს და სხვადასხვა სახის სილამაზე აჩვენონ. 

ახალი თოჯინების იმიჯში გამოყენებულია ვიტილიგო, რომელიც კანის პიგმენტაციას იწვევს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თოჯინა, რომელიც ეტლით გადაადგილდება. 

კომპანიას მსგავსი მიზნები დიდი ხანია აქვს და დიზაინერები ზრუნავენ, რომ სილამაზის წლობით ჩამოყალიბებული სტერეოტიპები დროთა განმავლობაში დაიმსხვრეს.