ბარდის რაიონზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბარდის რაიონზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის ტერიტორიების გამნაღმველი ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიან მოსახლეობას რაკეტა "სმერჩი" ესროლეს.