ბარსელონაში საპროტესტო აქციების გამო ასამდე რეისი გადაიდო

ბარსელონის აეროპორტში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 37 დემონსტრანტი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ.

ბოლო ინფორმაციით, აეროპორტში 100-მდე რეისი გადაიდო.

ბარსელონის ელ-პრატის აეროპორტში შეკრებილები 9 კატალონიელი სეპარატისტებისთვის გამოტანილ სასჯელს აპროტესტებენ.

14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მათ 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის კატალონიის ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობისთვის მიუსაჯა.