"Batman-ის" გადაღებების განახლების თარიღი კვლავ უცნობია

ინფორმაცია "Batman-ის" სოლო ფილმის შესახებ, რომელიც სტუდია "Warner Bros-მა" უნდა გადაიღოს ისევ გაურკვეველია. გამოცემა "Deadline-ის" თანახმად, ფილმზე მომუშავე გუნდს და მის შემქმნელებს გადაღებების, რომელიც ლონდონში იყო დაგეგმილი, გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელი, მსახიობი რობერტ პატინსონი ამ დრომდე ლონდონში იმყოფება და საკარანტინო პერიოდს იმ ბინაში ატარებს, რომელიც მას სტუდიამ, გადაღებების ფარგლებში დაუქირავა.