ბავშვი მე-17 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა

რუსეთის მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში ბავშვი მე-17 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა.

მას ხელი აქვს მოტეხილი და რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანება აღენიშნება. ბავშვის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ის გონზეა, მოძრაობს და ლაპარაკობს.

ინციდენტის დროს გოგონა თავის დასთან ერთად სახლში იმყოფებოდა. უფროსი და მაღაზიაში გავიდა და ბავშვი მარტო დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა ის ფანჯრის რაფაზე, რომლიდანაც გადმოვარდა.

ექიმები აცხადებენ, რომ გოგონა ხეზე დაეცა და ტოტებმა ვარდნა შეამსუბუქეს. მათი თქმით, ფანჯრების ქვეშ ხე რომ არ მდგარიყო, ბავშვი დაიღუპებოდა.