ბავშვმა ერთ წუთში მულტფილმის 50 გმირი ამოიცნო - VIDEO

გიყვართ მულტფილმები? თუ კი, ამ 5 წლის ინდოელი ბავშვის მიღწევა თქვენზე დიდი შთაბეჭრილებას დატოვებს, - ასე იწყებს სტატიას გამოცემა Hindustan Times, რომელიც ინდურ სოციალურ ქსელებში პოპულარულ ვიდეოს ეხმაურება.

კადრებში 5 წლის შრიშ ნირგავას წინ მულტფილმის პერსონაჟების გამოსახულებებს აწყობენ. ერთ წუთში მან უშეცდომოდ 50 სხვადასხვა მულტფილმის გმირი დაასახელა.

პროცესს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვის მიღწევა დაადასტურეს.