ბავშვთა სახლში ხანძარს 15 ბავშვი ემსხვერპლა

ჰაიტიზე ბავშვთა სახლში ხანძარს 15 ბავშვი ემსხვერპლა.  ცეცხლი დედაქალაქის გარეუბანში მდებარე არალიცენზირებულ ბავშვთა სახლში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ცეცხლი სანთლებს გამოეწვია, რომელსაც, ბავშვთა სახლში ელექტროენერგიის ნაცვლად  იყენებდნენ.

ჰაიტიზე 760-ზე მეტ ბავშვთა სახლში დაახლოებით 30 ათასი ბავშვი ცხოვრობს.