ბაზრობაზე ნაყიდი თასი მე-15 საუკუნის არტეფაქტი აღმოჩნდა - PHOTO

კერამიკული თასი, რომელიც მყიდველმა აშშ-ში, კონეკტიკუტის შტატში ძველმანების ბაზრობაზე 35 დოლარად შეიძინა, სინამდვილეში მე-15 საუკუნის უნიკალური არტეფაქტი აღმოჩნდა.

ნიუ-ჰეივენის ბაზრობაზე შეძენილი ნივთის ფოტო მისმა ახალმა მფლობელმა Sotheby-ს აუქციონის სახლის ექსპერტებს გაიგზავნა, მათგან კი გასაოცარი პასუხი მიიღო. ჩინური ხელოვნების სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ უნიკალურ აღმოჩენასთან ჰქონდათ საქმე. ექსპერტიზამ მათი ვარაუდი დაადასტურა. თასი ჩინეთში 1400-იანი წლების დასაწყისში, იმპერატორ ჩჟუ დის მმართველობის პერიოდში იყო შექმნილი

თასს, რომლის დიამეტრი 16 სანტიმეტრია, ლოტოსის ყვავილების ორნამენტებით არის მოხატული. ეს ელემენტები მინის დინასტიის ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. სულ მსოფლიოში 6 ასეთი არტეფაქტი არსებობს. აშშ-ში ის ერთადერთია. ორი თასი ტაივანის იმპერატორის სასახლის მუზეუმში ინახება, ორი ლონდონის მუზეუმშია, ერთი კი ირანის ეროვნულ მუზეუმში.

როგორ მოხვდა ეს უნიკალური ნივთი აშშ-ის ძველმანების ბაზრობაზე, უცნობია. თასი 17 მარტს ნიუ-იორკში, Sotheby-ის აუქციონზე გავა გასაყიდად. საწყისი ფასი 300 - 500 ათასი დოლარი იქნება.