ბეირუთში აფეთქების საქმეზე 16 პირი დააკავეს

ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით პორტი 16 თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს. ლიბანის მთავრობამ, მასშტაბურ კატასტროფაზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად, საგამოძიებო კომიტეტს 4 დღე მისცა. გამომძიებლები 20-მდე პირის დაკითხვას განაგრძობენ, რომელთა შორის შორის პორტის და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელები არიან.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან მასშტაბური აფეთქება, რომელმაც მსფოლიო შეძრა,  4 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. აფეთქების შედეგად 149 ადამიანი დაიღუპა, 5000-მდე მძიმედ დაშავდა, 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და ქვეყანას 10-დან 15 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიადგა. ბეირუთში 2 კვირით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.