ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 220-მდე გაიზარდა

ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 220-ს შეადგენს, ხოლო 110 ადამიანზე მეტი ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ განცხადებას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 6,000-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.