ბელარუსის დიდ ქარხნებში საპროტესტო აქციები დაიწყო

დღეს დილიდან ბელარუსის მსხვილ საწარმოებში გაფიცვა და სხვა საპროტესტო აქციები დაიწყო. ამავდროულად, საწარმოების ტერიტორიაზე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მორიგეობენ.

წინა დღეს, 25 ოქტომბერს, ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უნდა გადამდგარიყო. ის სვეტლანა ციხანოვსკაიამ წამოაყენა, რომელსაც ოპოზიცია ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად თვლის.