ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - VIDEO

ბელარუსში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში "ნაფტანი", რომელიც ვიტებსკის რაიონის ქალაქ ნოვოპოლოცსკში მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

ცეცხლის სიმაღლემ 3 მეტრი შეადგინა.

ხანძრის ადგილზე 15 ერთეული ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 58 თანამშრომელი მუშაობდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.