ბელარუსის სამი ოპოზიციონერი ლიდერი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით, შესაბამისი განაცხადი ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატმა გეირ ტოსკედალმა გააგზავნა.

გეირ ტოსკედალმა 21 წლის ნობელის პრემიაზე სამი ოპოზიციონერი ლიდერი - სვეტლანა ციხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო წარადგინა. ამის შესახებ ნორვეგიის "ქრისტიანული სახალხო პარტიის" წარმომადგენელმა გაზეთ Vårt Land-თან ინტერვიუში განაცხადა.

ციხანოვსკაია, კოლესნიკოვა და ცეპკალო ნობელის პრემიაზე  "სამართლიანი არჩევნებისათვის ბრძოლისა და ბელორუსის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციების სულის ჩადგმისთვის" წარადგინეს.